Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რა ვადაში უნდა მივიღოთ მემკვიდრეობა და როდის აღარ აქვს მემკვიდრეობაზე დავას აზრი?

რა ვადაში უნდა მივიღოთ მემკვიდრეობა და როდის აღარ აქვს მემკვიდრეობაზე დავას აზრი?


სამკვიდრო ქონების მიღების ეტაპზე დღის წესრიგში დგება საკითხი, თუ რომელმა მემკვიდრემ რომელი ქონება უნდა დაირეგისტრიროს ინდივიდუალურად.  ამ შემთხვევაში პროცედურულად არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა – პირველი შესაძლებლობაა, როდესაც თავად მემკვიდრეები თანხმდებიან და ეს შეთანხმება ამარტივებს სამკვიდრო ქონების განაწილებას.

თუ მემკვიდრეები განაწილების წესზე ვერ თანხმდებიან, ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რომელი ქონება არის მათი ინტერესის საგანი და რეგისტრაცია რომელმა რომელს უნდა დაუთმოს, ამ შემთხვევაში არის საერთო წესი/პროცედურა, როდესაც ყველა მემკვიდრე გაიფორმებს სამკვიდრო ქონებას, თითოეული მემკვიდრე გახდება სრულად მესაკუთრე თითოეული ქონების. თუ მემკვიდრე გვყავს ხუთი, ხუთივე მემკვიდრე იქნება არსებული სრული ქონების მესაკუთრე და ამის შემდეგ მათ უფლება აქვთ დაიწყონ სამკვიდრო ქონების რეალურ გაყოფაზე საუბარი. 

სამართლებრივი პროცედურა აჩენს შესაძლებლობას, ინდივიდუალურად ამტკიცონ კონკრეტული ქონების გამოყოფა, რომელიც მათ აინტერესებთ, რატომ არის უპირატესი, რატომ უნდა გაიმიჯნოს კონკრეტული ქონება სხვა ქონებისგან და რატომ უნდა ჩაითვალოს ეს ქონება მათ ინდივიდუალურ საკუთრებად.

ეს არის ცალკე დავის საგანი, რომელიც სამკვიდრო ქონების მიღების ეტაპზე არ არის ხელის შემშლელი გარემოება. ანუ ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს მივიღოთ ქონება და შემდგომ გადავწყვიტოთ, როგორ, რა ფორმით, სამართლებრივი პროცედურით გამოვყოთ ეს ქონება საერთო ქონებიდან.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები