Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

პროკურატურამ ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადების, გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადების, გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა



საქართველოს პროკურატურამ ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადების, გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გაზრდილი ფასების შემცველი ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებებით, მისივე კუთვნილი კომპანია - სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“-დან თანხების უკანონოდ მიღება და კომპანიის აქციების საემისიო ღირებულების სხვაობის ანაზღაურება განიზრახა. 

აღნიშნული მიზნით, ბრალდებულმა დაამზადა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება - 9 472 343 ლარის ღირებულების შპს „ჟასმინის“ 100% წილის თითქოსდა 42 000 000 ლარად შეძენის თაობაზე. მოგვიანებით, 9 416 552 ლარად ღირებული, ხსენებული კომპანიის 100% აქცია, 82 217 700 ლარად მიჰყიდა მის კუთვნილ კომპანიას, საიდანაც 2022 წლის აპრილსა და მაისში 33 030 612 ლარი უკანონოდ მიიღო. 

ბრალდებულმა აღნიშნული თანხა სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ აქციების საემისიო ღირებულების სხვაობის და მისგან წარმოშობილი საპროცენტო სარგებელის დავალიანების დაფარვის მიზნით, იმავე პერიოდში კომპანიის საბანკო ანგარიშზე დააბრუნა, რითაც შენიღბა და კანონიერი სახე მისცა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს.

დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბრალდებულს ასევე წარდგენილი აქვს ბრალდება დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტებზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნული ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-.                                                                                                    

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში   ყველა ინსტანციის სასამართლოშიადმინისტრაციულ ორგანოებშისაელჩოსაკონსულოიუსტიციის სახლში და სამინისტროებშისამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთანსტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;



 
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები