Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ფარული ჩანაწერი

ფარული ჩანაწერი


ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით როგორც სასამართლოს ასევე თეორიის მიდგომა ცალსახაა, რომ ფარული ჩანაწერი დაუშვებელი მტკიცებულებაა რადგანაც ის „ანგრევს როგორც სამოქალაქო წესრიგს ასევე ის ანგრევს სამოქალაქო ბრუნვის ძირითად პრინციპებს“ თუმცაღა აღნიშნულშიც არსებობს გამონაკლისები რომელიც ხსნის თუ რითი არის აღნიშნული განპირობებული და რატომ არ შეიძლება ფარული ჩანაწერი გამოყენებულ იქნეს როგორც მტკიცებულება და მისი გამოყენება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი როცა სახეზეა საგამონაკლისო შემთხვევები.

2015 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე №ას-1155-1101-2014. სადაც უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ: აზრის თავისუფლების ძირითადი უფლებით დაცულია არა მხოლოდ აზრის გამოხატვა, არამედ მისი ადრესატამდე მისვლაც. შესაბამისად, აზრის თავისუფლება დაცული უნდა იყოს მესამე პირთა მხრიდან მისი შინაარსის გაცნობისაგან. ადამიანის უფლებები ირღვევა, როდესაც ინდივიდი ცხოვრობს იმის შეგრძნებით, რომ მისი ნებისმიერი სიტყვა, რაიმე, თუნდაც, გაუაზრებელი და სპონტანური აზრის გამოხატვა, განვითარების პროცესში არსებული დიალოგისას გამოთქმული წინასწარი პოზიცია, ან რაიმე ფორმულირება, რომლის ნამდვილი შინაარსის გაგება მხოლოდ კონკრეტული სიტუაციის ცოდნის შემთხვევაშია შესაძლებელი, სხვა გარემოებებში და სხვა კონტექსტში შეიძლება იქნას გამოყენებული. ინდივიდმა კერძო საუბრები უნდა აწარმოოს იმის ეჭვისა და შიშის გარეშე, რომ საიდუმლო ჩანაწერს ვინმე მისი ნებართვის გარეშე და ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს;

სასამართლომ დასაშვებ მტკიცებულებად შესაძლებელია ცნოს ფარული ჩანაწერი თუ კი აღნიშნული ფარული ჩანაწერი|:

ა) ფარული ჩაწერა თვითდახმარების ან „თვითდახმარებასთან მიახლოებულ“ ფარგლებში ჩადენილ მოქმედებად შეიძლება შეფასდეს იმ შემთხვევაში (თვითდახმარების ფარგლებისა და მისი გარემოებების შესახებ იხ.სტატია თვითდახმარების ფარგლები   თუმცაღა დაცული უნდა იქნეს 4 პირობა თვითდახმარების აღმოჩენის ესენია: კომპეტენტური ორგანო დროულად ვერ მისვლა და მყისიერი საფრთხის არსებობა, მტკიცებულების განადგურების ან/და უფლების განუხორციელებლობის. აღნიშნული ყველა პირობა უნდა იყოს ერთდროულად); 

ბ) თუ ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, რადგან სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების რეალური საშიშროება. ასეთ ვითარებაში ფარული ჩანაწერის გზით მტკიცებულების შექმნა დასაშვებია ( სხვაგვარობა არის აქ გადამწყვეტი მომენტი კერძოდ ჯერ უნდა გამოირიცხოს სხვაგვარად შეეძლო თუ არა პირს უფლების განხორციელება და ამასთანავე ამ უფლების გამოუყენებლობა უნდა სპობდეს მტკიცებულებას და შესაბამისად მხარე ამის გარეშე ვერ განახორციელებს საკუთარი უფლების რეალიზებას); 

გ) ამდენად, თუ პირზე ხორციელდება ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, საკუთარი უფლებების დაუშვებელი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, კონსტიტუციურ ღირებულებათა მრავალმხრივი აწონ-დაწონვის შედეგად, შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს სხვის პირად სფეროში ჩარევა (აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უფრო მაღალ სტანდარტს გვთავაზობს, რომ პირის მიმართ ცალსახად უნდა ხორციელდებოდეს ისეთი სახის ქმედება რომელიც შესაძლებელია და უფრო სარწმუნოდ უნდა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ამასთანავე ასეთ შემთხვევაშიც კი კონსტიტუციურ ღირებულებათა მრავალმხრივი აწონ-დაწონვა ნიშნავს იმასაც, რომ მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა ეს საფრთხე რამდენად შეიძლება იყოს დასაშვები ფარული ჩანაწერი მტკიცებულება მან ასევე უნდა დაძლიოს კონსტიტუციური პრინციპი სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევის დაუშვებლობა); 

დ) თუმცა, აღნიშნული დაუშვებელია მაშინ, როდესაც სხვის პირად სფეროში ჩარევა  თვითდახმარებას  კი  არა, მეორე მხარისათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ემსახურება. პირად სფეროში ჩარევა კი, საჭირო გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ უფლება-მოვალეობათა კრედიტორმა თავის დროზე არ იზრუნა შესაბამისი მტკიცებულების (ხელშეკრულების, ხელწერილის და ა.შ) შექმნაზე ( შეიძლება ითქვას რომ პირი რომელიც ქმნის რაიმე სახის მტკიცებულებას იმის გამო, რომ მეორე მხარის მიმართ დადგეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა მაგრამ ამავე დროს მან თავის დროზე არ იზრუნა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისათვის, ნებისმიერი ჩანაწერი იქნება დაუშვებელი);

სასამართლო ასკვნის, რომ „ასეთ ვითარებაში, როდესაც გაუმართლებელია ჩარევა პირად სფეროში, ამგვარი გზით მოპოვებული მტკიცებულება, დაუშვებელი მტკიცებულებაა.

საინტერესოა ასევე ის მსჯელობაც, რომ „კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულება, მხარეთა ორმხრივი თანხმობით, დასაშვები მტკიცებულებაა.



დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 


ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში  ყველა ინსტანციის სასამართლოში; 

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; 

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები