Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

უზენაესმა სასამართლომ სადაზღვევო კომპანიას დაზღვეულის სასარგებლოდ თანხის გადახდა დააკისრა

უზენაესმა სასამართლომ სადაზღვევო კომპანიას დაზღვეულის სასარგებლოდ თანხის გადახდა დააკისრა


საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს ადვოკატმა წარმატებით დაასრულა საქმე უზენაეს სასამართლოში კლიენტის სასარგებლოდ, რის შედეგადაც სადაზღვევო კომპანია დაზღვეულს გადაუხდის თანხად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, სადაზღვევო კომპანია დაზღვეულ მოქალაქეს აუნაზღაურებს თანხას. სადაზღვევო კომპანიის მიმართ სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, მოქალაქის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც გასაჩივრდა საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განუხილველი დატოვა სადაზღვევო კომპანიის საჩივარი. 

სასამართლომ სრულად გაიზიარა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები და დასაბუთება, რომ ადგილი არ ჰქონია მოქალაქის „უხეშ გაუფრთხილებლობას“ და შემთხვევა უნდა შეფასებულიყო, როგორც „მსუბუქი გაუფრთხილებლობა“. მოქალაქის სასარგებლოდ, სადაზღვევო კომპანიას, ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.



დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 


ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში  ყველა ინსტანციის სასამართლოში; 

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; 

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები