Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

მამკვიდრებლის არაქონებრივი უფლებები

მამკვიდრებლის არაქონებრივი უფლებები


მამკვიდრებლის არაქონებრივი უფლებები, რომლებიც სამკვიდროში არ შედის, შეიძლება განახორციელონ და დაიცვან მემკვიდრეებმა კანონით გათვალისწინებული წესით.

სამკვიდროში არ შედის და მემკვიდრეთა შორის არ გაიყოფა საგვარეულო წიგნები (ან ჩანაწერები), ოჯახური მატიანე, სულის მოსახსენებელი და სხვა საკულტო საგნები და საფლავი. ეს საგნები გადაეცემა მემკვიდრეს საკუთრების უფლებით დამკვიდრებული ჩვეულების მიხედვით. ამ საგნების მიღება შეუძლია იმ მემკვიდრესაც, რომელმაც უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე. 

დოკუმენტები, რომლებიც ეხება მამკვიდრებლის პიროვნებას, მის ოჯახს ან მთელ სამკვიდროს, რჩება საერთო ქონებად.

თუ მოანდერძემ ანდერძის შედგენის შემდეგ გაზარდა ანდერძით გათვალისწინებული უძრავი ქონება ისეთი ქონების შეძენით, რომელიც, თუმცა თან აკრავს ნაანდერძებ უძრავ ქონებას, სამკვიდროში არ შევა, თუ არ არის ახალი განკარგულება ანდერძის შედგენის შემდეგ შეძენილი ქონების თაობაზე.

თუ მემკვიდრე რამდენიმეა, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე იგი ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს. ამ ქონებიდან შეიძლება გადახდილ იქნეს მამკვიდრებლის მოვლისა და უკანასკნელი ავადმყოფობის მკურნალობის, დაკრძალვის, სამკვიდროს დაცვისა და მართვის, ხელფასის გასტუმრების, ანდერძის აღსრულების აუცილებელი ხარჯები. ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს სამკვიდროს ღირებულებიდან ყველა სხვა, მათ შორის, იპოთეკისა და სხვა გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნების უპირატესად.

თუ მოანდერძემ არასწორად დაუტოვა მემკვიდრეს ნივთი, ამ ნივთის მესაკუთრეს უფლება აქვს გამოითხოვოს იგი საერთო წესის მიხედვით. 

თუ გარდაცვლილის ქონებაში ფარულად არის სხვა პირის ქონება, აუცილებელია ქონების ამ ნაწილის გამოვლენა და გადაცემა სათანადო პირისათვის.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები