Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რა უნდა შეგატყობინონ დაკავებისას

რა უნდა შეგატყობინონ დაკავებისას


პირის დაკავებისას მას აუცილებლად უნდა განუმარტონ თუ რა ბრალდებით აკავებენ,როდესაც არსებობს დაკავების საფუძველი.დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში.

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა მაგისტრატი მოსამართლე ნიშნავს ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომას, რომელიც მიმდინარეობს უწყვეტად. აღნიშნულ სხდომაზე მოსამართლე არკვევს ბრალდებულის ვინაობას; არკვევს, ესმის თუ არა ბრალდებულს სისხლის სამართლის პროცესის ენა; ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს და მის უფლებებს.

გამომძიებელი ვალდებულია პირის დაკავებიდან არა უგვიანეს 3 საათისა შეატყობინოს ეს მისი ოჯახის რომელიმე წევრს, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს – რომელიმე ნათესავს ან ახლობელს.

დაკავებულს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ,რომ :

აქვს  ადვოკატის ყოლის უფლება;

შეუძლია გამოიყენოს დუმილის უფლება და კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავოს;

არ დაიბრალოს დანაშაული და რომ ყველაფერი რასაც იტყვის შესაძლოა გამოყენებულ იქნას მის წინააღმდეგ სასამართლოში;

თუ ამ განმარტებების მიღებამდე გააკეთა რაიმე სახის განცხადება დაკავებულმა,ასეთი განცხადება დაუშვებელ მტკიცებულებად ჩაითვლება.

დაკავებულს შეუძლია:

მოითხოვოს ადვოკატის დასწრება მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;

დაკავებისთანავე ან დაპატიმრების შემთხვევაში თავისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს შეატყობინოს დაკავების ან დაპატიმრების ფაქტი და ადგილსამყოფელი, თავისი მდგომარეობა;

მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

გაასაჩივროს გამომძიებლის, პროკურორის და სასამართლოს გადაწყვეტილებები.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები