Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა / სარჩოს ოდენობის განსაზღვრა

---
მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა / სარჩოს ოდენობის განსაზღვრა
სარჩოს მიღებაზე უფლებამოსილი პირი
მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას ან/და სარჩოს მიცემის შესახებ მეუღლეთა შორის შეთანხმების არარსებობისას სასამართლო წესით სარჩოს მიღების უფლება აქვთ:
ა) შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს;
ბ) ცოლს ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში.

შრომისუუნარო მეუღლის უფლება სარჩოზე - შრომისუუნარო მეუღლე, რომელსაც დახმარება სჭირდება მეუღლისაგან, სარჩოს მიღების უფლებას ინარჩუნებს განქორწინების შემდეგაც, თუ იგი შრომისუუნარო გახდა განქორწინებამდე, ან ერთი წლის განმავლობაში განქორწინების დღიდან.

რჩენის მოვალეობისაგან განთავისუფლება სასამართლოს მიერ - სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს მეუღლე რჩენის მოვალეობისაგან ან განსაზღვრული ვადით შეცვალოს ეს მოვალეობა, თუ მეუღლეები ქორწინებაში იმყოფებოდნენ ხანმოკლე დროით, ანდა მატერიალური დახმარების მომთხოვნმა მეუღლემ უღირსი საქციელი ჩაიდინა სარჩოს გადამხდელის მიმართ, აგრეთვე, თუ მატერიალური დახმარების მომთხოვნი მეუღლის შრომისუუნარობა გამოწვეულია ალკოჰოლური სასმელების ან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებით ან მის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენით.

სარჩოს ოდენობის განსაზღვრა
1. მეუღლის სასარგებლოდ გადასახდელი სარჩოს ოდენობა განისაზღვრება ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხის სახით მეუღლეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
2. ერთ-ერთი მეუღლის მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობის შეცვლისას თითოეულ მეუღლეს აქვს უფლება სარჩელით მიმართოს სასამართლოს სარჩოს ოდენობის შეცვლის შესახებ.

სარჩოს მიღების უფლების მოსპობა - მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება მოისპობა, თუ აღარ არსებობს ზემოთაღნიშნულით გათვალისწინებული საფუძვლები, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სარჩოს მიმღები მეუღლე ხელახლა დაქორწინდა.  კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები